ქათამი ყველით

 

ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 300გრ,
ფქვილი 50გრ,
კვერცხი 2 ცალი,
რძე 150 მლ,
სუნელები, ყველი 50გრ, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათმის ფილე წვრილად დავჭრათ. კვეცხი, რძე და მარილი ერთად ავთქვიფოთ, ფქვილი და სუნელები დავუმატოთ, მიღებული მასა ქათმის ფილეს დავასხათ. ყველი გავხეხოთ და ფილეს დავუმატოთ, ავურიოთ და გამოსაცხობ ფორმაში მოვათავსოთ. ჰაერღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე 35-40 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები