ქათამი სოკოთი და გოგრით

ინგრედიენტები: ქათმის ფილე – 1 კგ, გოგრა – 350 გრ, ქამა სოკო – 300 გრ, ხახვი – 1 თავი, ლიმონის წვენი – 1 ს/კ. მარილი – გემოვნებით, ნაღები – 200 მლ.

მომზადების წესი: გოგრა კუბიკებად დაახლოებით 2 სმ ზომაზე დავჭრათ. ქამა სოკო ოთხად დავჭრათ. ხახვი კი – წვრილად. ქათმის ფილე – საშუალო ნაჭრებად.
ქათამი ზეთში მაღალ ცეცხლზე 3-5 წუთის განმავლობაში შევბრაწოთ და ცალკე თეფშზე გადავდოთ.
იმავე ტაფაზე ხახვი 2-3 წუთის განმავლობაში შევწვათ. მოშუშულ ხახვში ქამა სოკო და გოგრა დავუმატოთ და10 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ. 10 წუთის შემდეგ შემწვარი ქათმის ფილე, ლიმონის წვენი და ნაღები დავამატოთ, შემდეგ მარილი მოვაყაროთ.
ადუღებამდე მივიყვანოთ და დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით დავტოვოთ, სანამ გოგრა არ დარბილდება. მირთმევის წინ წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები