“ფული მამის სამკურნალოდ სჭირდებოდა, სესხის დაბრუნება უნდოდა” – ქალს, რომელსაც დედამთილი ფულის მოპარვაში ადანაშაულებდა, მამა გარდაეცვალა

26 წლის ნინო ჭითანავას, რომელსაც დედამთილი 7 ათასი ლარის მოპარვაში ადანაშაულებდა, მამა გარდაეცვალა.

როგორც ირკვევა, რძალს აღნიშნული თანხა მამის სამკურნალოდ უნდოდა.

“ნინოს მამას სიმსივნე ჰქონდა. ის თავის კუთვნილ თანხას ითხოვდა, სესხად რომ მისცეს. დედამთილი არ აძლევდა. ნინო თავის მოკვლითაც იმუქრებოდა. აიძულეს ფულის აღება. სირცხვილი მათ, ამ გოგოს ასე გამწარებისთვის”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ახალგაზრდა ქალს სასამართლომ ფულის მოპარვისთვის 3-წლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები