„ფული გრძნობს ადამიანის მისადმი დამოკიდებულებას და იმისკენ მიილტვის, ვისაც ის უყვარს“ – მიხეილ ცაგარელის რჩევები

როგორ უნდა მოვეპყრათ ფულს, იმისათვის, რომ ის გვქონდეს – ამის შესახებ და არსებულ წესებზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „ტბილისელებთან“ საუბრობს:

„ზოგადად, ჩვენ გარშემო ყველაფერს აქვს ენერგია, რა თქმა უნდა, ფულსაც. ფულთან დაკავშირებით არსებობს წესები, რომლებიც ზუსტად ერგება ასტროლოგიურ პარამეტრებს, მათი დაცვა კი ერთგვარ პრიორიტეტს მოგანიჭებთ.

ფულის სწორად შენახვა-გადანაწილება და საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის სწორად მოწყობა დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უკეთესი მომავლის დაგეგმვაში. გაითვალისწინეთ, რომ სიყვარულშიც კონკრეტული ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ.

ფულს უყვარს, როცა ლამაზ საფულეში ინახავენ და უფრთხილდებიან. არ უყვარს, როცა უდიერად ექცევიან და ჯიბეში იკუჭავენ. ფული გრძნობს ადამიანის მისადმი დამოკიდებულებას. ამიტომ, როგორც ყველაფერი სამყაროში, ფულიც იმისკენ მიილტვის, ვისაც ის უყვარს, მისი ფასი იცის, სწორად და სუფთად ინახავს. მას აქვს მენტალური სხეული და სწორედ ამის მეშვეობით გრძნობს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ.

თუ ფინანსებთან ერთად, პირად ცხოვრებაშიც წარუმატებელი ხართ, მაშინ თავად უნდა იზრუნოთ და ისე მოიქცეთ, რომ ამ ორი სფეროს – მატერიალურისა და სიყვარულის – ენერგეტიკა გააძლიეროთ.

ამ მხრივ წარმატებული რომ იყოთ – სიყვარულშიც გაგიმართლოთ და თქვენი შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდოს, შემდეგი წესები უნდა გაითვალისწინოთ:

* საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით ყულაბა და შიგ ჩაყარეთ ხურდა ფული;

* იმ ადამიანებმა, ვისაც სიყვარულში პრობლემები, აუცილებლად უნდა გაააქტიუროს და გააძლიეროს სიყვარულის ენერგიის შემოდინება სახლში – ოთახში დადგით ლამაზი, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი და შიგ ჩაყარეთ წითელი ფერის ქვები, ჩაასხით წყალი და მუდმივად იქონიეთ წითელი ფერის ცოცხალი ყვავილები. წყალი ხშირად ცვალეთ, რათა ყოველთვის სუფთა იყოს.

* გადახედეთ თქვენს საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, დააკვირდით, რა არ არის წესრიგში და რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში;

* ფული მსხვილი კუპიურებით შეინახეთ. გამოყავით სპეციალური თანხა და არასდროს დახარჯოთ. პირიქით, მიამატეთ და გააბევრეთ. ანუ, ფულის შეგროვებაც ისევე შეაფასეთ, როგორც დამატებითი შემოსავალი და სამსახური;

* ფულს უყვარს თავისი ადგილი. ეცადეთ, სულ ერთსა და იმავე ადგილას გედოთ;

* პატივისცემით მოექეცით ხურდა ფულს. ნუ ჩაიყრით მას ჯიბეში ან ჩანთაში, სჯობს, საფულეში, მისთვის განკუთვნილ ჯიბეში მოათავსოთ“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები