პიცა, ცეზარი, სუში, ხინკალი,მწვადი, სტეიკი, სპაგეტი, დონატი, ტირამისუ.. ერთ სივრცეში
საქართველოში ეროვნულის გარდა დიდი მოწონებით სარგებლობს მსოფლიო სამზარეულო, ქართველებს უყვართ იაპონური, ჩინური, ინდური, უკრაინული და რაც მთავარია ქართული სამზარეულო, ერთი სიტყვით, ისინი უარს არ ამბობს ექსპერიმენტებზე.
საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა როდესაც რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა – ფუდპანდაზე ყოველთვის ჭამის დროა, ასე რომ ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს.
გიყვართ მრავალფეროვნება? მსუბუქი სალათები, სტეიკი, სპაგეტი სხვადასხვა სოუსით, პიცა, ტოსტები, კრეპები, ცეზარი, სუში, ხინკალი,მწვადი, დონატი, ტირამისუ.. .
ფუდპანდა გამორჩეული დესერტებისა და კერძების ფართო ასორტიმენტსა და არჩევნას გთავაზობთ. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ცნობილ რესტორნებში და შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.
„ფუდპანდა არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რესტორანებს, რომლებიც მრავალფეროვან კერძებს გვთავაზობენ. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება. ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური, უკრაინული სამზარეულო. ფუდპანდა კი მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიააა, “ – აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე .
გთავაზობთ ყველასთვის საყვარელი. მსოფლიოს ყველაზე ძველი და დღემდე ყველაზე პოპულარული კერძის რეცეპტს
პიცა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე გავრცელებული კერძია. მისი წარმოშობის სათავე უძველეს დროში, ლამის ქვის ხანის ეპოქაში უნდა ვეძებოთ. პირველყოფილმა ადამიანმა როგორც კი ცომის მოზელვა და მისი ნაღვერდლისგან გახურებულ ქვაზე გამოცხობა ისწავლა, პიცაც სწორედ მაშინ გაჩნდა.
თანამედროვე პიცის უშუალო წინაპარი ანტიკურ საბერძნეთში შექმნეს, სადაც უმ ცომზე ყველს, ხახვს, სხვადასხვა მნწვანილსა და ბოსტნეულს ალაგებდნენ, ზევიდან ზეითუნის ზეთს ასხამდნენ და მერე აცხობდნენ. ასეთ პურს ბერძნულად „placuntos“-ი ერქვა.
ძველი რომაელები ბერძნებისგან ნასახსოვრებ იგივე კერძს „placenta“-ს უწოდებდნენ, რომლებმაც ბერძნული რეცეპტი, ჩვეულებისამებრ კიდევ უფრო გაართულეს და კვერზე ყველის, ბოსტნეულისა და ზეთის ხილის გარდა დაფნის ფოთლები და თაფლი დაამატეს.
საკუთარი ლეგენდარული ისტორია აქვს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ პიცა „მარგარიტას“. 1889 წელს იტალიის მეფე უმბერტო I ცოლთან ერთად ნეაპოლში ისვენებდა და ადილობრივი საფირმო კერძის, პიცის გასინჯვა მოინდომა. სამეფო კარზე იმ დროისათვის სახელგანთქმული პიცაიოლი რაფაელე ესპოზიტო მიიწვიეს. მზარეულმა სამნაირი პიცა გამოაცხო. ერთი პამიდორით, ზეითუნის ზეთითა და ნიორით. მეორე ყველით, ლორითა და შაშკვლავით და მესამე – იტალიური დროშის ფერებში: წითელი პამიდორებით, თეთრი მოცარელათი და მწვანე შაშკვლავის ფოთლებით. დედოფალი მარგარიტა „პატრიოტული“ პიცით ისე აღფრთოვანდა, რომ პიცაიოლის სამადლობელო წერილიც კი გაუგზავნა. მადლიერმა მცხობელმა თავისი მხრიდან ამ დიადი მომენტის უკვდავსაყოფად საკუთარ ქმნილებას დედოფლის სახელი დაარქვა.
მასალა 4 ულუფისთვის: 500 გ. – ფქვილი, 30 გ. – საფუარი, 1/2 ჩ/კ – შაქარი, 2 ცალი 125 გრამიანი მოცარელა, 400 გ. პამიდვრის პიურე, 2 ს/კ ტომატის პასტა, 4-4 ს/კ გახეხილი პარმეზანი და ზეითუნის ზეთი, 1 კონა რეჰანი
მომზადების წესი: ჩავაღრმავოთ ფქვილი, საფუარი და შაქარი გავხსნათ 250 გრამ თბილ წყალში, მოვზილოთ ცომი და 30 წუთით დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. აფუებულ ცომში ჩავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი და მიქსერით მოვზილოთ. 50 წუთით დავდგათ ასაფუებლად. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე. ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად, თითოეული გავაბრტყელოთ, დავაფინოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, ამოვუწიოთ კიდეები და გამოვაცხოთ.
ავურიოთ პამიდვრის პიურე და ტომატი-პასტა და წავუსვათ ფირფიტას. მოვაფრქვიოთ მარილი და პილპილი, მოვაყაროთ პარმეზანი და დაჭრილი რეჰანი. ასე გავაკეთოთ ყველა ფენაზე. ბოლოს კი დავაწყოთ მოცარელას თხელი ნაჭრები, მოვასხუროთ ზეთი და 15-20 წუთით შევდგათ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!…
პიცა დღემდე რჩება მსოფლის ყველაზე პოპულარულ კერძად, პიცის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს და პიცის მცხობელთა ფანტაზია მართლაც უსაზღვროა.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
R