„ფუდპანდა“ მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს – შეუკვეთე საყვარელი კერძი 80-ზე მეტი რესტორნიდან 1 აპლიკაციით!



სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინშეკვეთა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი „ფუდპანდა“ გაზაფხულზე გამოჩნდა და ქართულ ბაზარზე ოპერირება ამბიციური გეგმებით დაიწყო.

„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური smartphone აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს.

კვების მიტანის სერვისმა, ზაფხულში სმარტფონების აპლიკაციის ახალი ვერსიის გამოშვების შემდეგ, საგრძნობლად გადაიტანა აქცენტი მობილურ კომერციაზე.

ბოლო მონაცემებით, გლობალურად, „ფუდპანდას“ აპლიკაციის გადმოწერებმა 6 მილიონს გადააჭარბა. საქართველო ამ მხრივ გამოირჩევა იმით, რომ შეკვეთების ნახევარზე მეტი უკვე აპლიკაციებით ხორციელდება. სმარტფონებიდან საკვების შეკვეთა კიდევ უფრო კომფორტულია, ვიდრე კომპიუტერების დახმარებით. „ფუდპანდას“ აპლიკაცია გთავაზობთ ყველა იმ ფუნქციას, რაც კომპანიის ვებგვერდზეა; მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ საყვარელი კერძები, ნახონ მათი ფოტოები და რეიტინგები და გაეცნონ სხვადასხვა რესტორნის სპეციალურ შემოთავაზებებს. მეტიც, აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა კონკრეტულ საკვებში ისეთივე ცვლილებები შეგატანინოთ, რასაც განახორციელბდით ადგილზე შესაბამის რესტორანშივე.


„დღეს ხალხი ტელეფონების ეკრანებთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ტელევიზორთან ან თუნდაც კომპიუტერთან. საკვების შეკვეთის მომავალი მობილურებშია, და ჩვენ ამისთვის იდეალურად ვართ პოზიციონირებულები,“ – აღნიშნავენ „ფუდპანდაში“.

„ჩვენი მობილური აპლიკაცია ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და უკვე „ფუდპანდას“ შეკვეთების 70%-ზე მეტი სწორედ აპლიკაციით შემოდის. ჩვენი აზრით, აპლიკაციის პოპულარობას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ მისი საშუალებით შეკვეთის გაკეთება ბევრად უფრო მარტივია და რაც მთავარია მოსახერხებელია: შეკვეთა უკვე შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან: მაგალითად, დრო რომ არ დაკარგოთ, შეკვეთა შესაძლებელია გააკეთოთ ტრანსპორტით მგაზვრობისას ან უბრალოდ ქუჩიდან და დანიშნულების ადგილზე მისვლისას კერძი უკვე მიტანილი დაგხვდებათ. რადგან აპლიკაცია კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, უახლოეს პერიოდში ჩვენ კიდევ უფრო წავახალისებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც აპლიკაციით სარგებლობენ და მათ საინტერესო კონკურსებს შევთავაზებთ, სახალისო პრიზებით“, – განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.

გამარტივებული ფორმით 80-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
აღნიშნული სერვისის მიზანია, დააკმაყოფილოს და ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრების სწრაფ რიტმს. თითქმის ყველა რესტორანს გააჩნია ადგილზე მიტანის სერვისი, „ფუდპანდა“ კი აერთიანებს ამ რესტორნების შემოთავაზებებს ერთ ინტერნეტსივრცეში და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლებს მარტივად და სწრაფად მოახდინოს საკვების არჩევა და შეკვეთა!


შეკვეთის პროცესი მარტივია: ხსნით „ფუდპანდას“ მობილურ აპლიკაციას. შემდეგ უთითებთ თქვენს ქალაქს და უბანს, ირჩევთ რესტორანს, ირჩევთ კერძ(ებ)ს, ასრულებთ შეკვეთას და ელოდებით მოტანას. რაც მთავარია, „ფუდპანდაზე“ ყველა ფასი პარტნიორი რესტორნების ფასების ანალოგიურია და მომხმარებელს არ უწევს არანაირი დამატებითი ფასნამატის გადახდა.

„ფუდპანდა“ ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

საჭმლის შეკვეთა ონლაინ, ადგილზე მიტანით: foodpanda.ge
„ფუდპანდა“ გთავაზობთ საჭმლის ონლაინშეკვეთას 50-ზე მეტი რესტორნიდან: პიცა, სუში, ხინკალი, პიტა,შაურმა, ბურგერები, და სხვა მრავალი გემრიელი კერძი ადგილზე მოტანით.
foodpanda.ge
საჭმლის შეკვეთა ონლაინ, ადგილზე მიტანით | foodpanda.ge
foodpanda გთავაზობთ საჭმლის ონლაინ შეკვეთას 50-ზე მეტი რესტორნიდან: პიცა, სუში, ხინკალი, პიტა,შაურმა, ბურგერები, და სხვა მრავალი გემრიელი კერძი ადგილზე მოტანით.

კომენტარები

სხვა სიახლეები