„ცეზარი, ვიქტორია, მარგარიტა, ბენედიქტი…“ – პიროვნებები, რომელთა საყვარელი კერძები დღემდე შემოგვრჩა
მთელი დღე ვემზადებით, რომ ახლობელი და საყვარელი ადამიანები საკუთარი კულინარიული შემოქმედებით მოვხიბლოთ. გვიყვარს სხავადასხვა ქვეყნის – ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური, სამზარეულო და სწორედ ამიტომ გვიჩნდება მოგზაურობის დროს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების სურვილი. წლების განმავლობაში ზოგიერთმა კერძმა წარმომავლობითა თუ გემოვნური თვისებებით მსოფლიო სამზარეულოში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. ჩვენ, როგორც განსხვავებულ პიროვნებებს გამორჩეულად მოგვწონს ზოგიერთი კერძი, სასმელი თუ დესერტი, ამავე დროს, ამ მოწონებას ამბიციურად და უცნაურადაც გამოვხატავთ. ზოგჯერ საკუთარი არჩევანითაც ვამაყობთ, მომძაფრებული სიამაყითა და ამპარტოვნობით განსაკუთრებით ცნობილი პიროვნებები გამოირჩევიან. ისინი ამა თუ იმ კერძს თუ სასმელს საკუთარ სახელსაც კი არქმევენ. ცეზარი, ვიქტორია, მარგარიტა, ბენედიქტი და ასე შემდეგ – ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რომელთა პოპულარობაც კონკრეტული პიროვნებების დამსახურებააა.
საკვების ონლაინ შეკვეთის სერივისი „ფუდპანდა“ (www.foodpanda.ge) გთავაზობთ გამორჩეული კერძებისა და სასმელების ჩამონათვალს, რომელთა სახელსა თუ მაღალ ცნობადობას კონკრეტული ადამიანების სახელს უკავშირებენ, ხშირ შემთხვევაში დამსახურების გამო. მოკლედ ასე… როდესაც პიცა „მარგარიტას“ დააგემოვნებთ, გაიხსენეთ მისი ლეგენდალური ამბავი და იქვე გირჩევდით, რომ სამეფო „ერლ გრეის“ ჩაიც მიაყოლოთ.
ჩაი „ერლ გრეი“
„ერლ გრეის“ არომატი დიდ ბრიტანეთში და მათ შორის, ინგლისში ყველაზე პოპულარულია და განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. მისი სახელი ისტორიულ ფიგურას უკავშირდება… ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრი ჩარლზ გრეი, რომელიც 1830-1834 წლებში მოღვაწეობდა, ჩაის დიდი მოყვარული გახლდათ. ერთხელ მას ვინმე ჩინელმა საინტერესო, ბერგამოტის არომატის ცხელი სასმელი დააგემოვნებინა. ბატონ გრეის ჩაი იმდენად მოწონებია, რომ ინგლისში წამოუღია და Twinings-ისთვის მისი რეცეფტის აღდგენა უთხოვნია. ამ არომატის ჩაი დღეს დიდ ბრიტანეთში „ერლ გრეის“ სახელითაა ცნობილი.
ვიქტორიანული ნაზი ტორტი
დედოფალ ვიქტორიას ბავშვობაში ტკბილეული აუკრძალეს, მაგრამ დედოფლისთვის იყო გამორჩეული დღეებიც. მისი სამეფო კარი ყოველ კვირას ბუკინგჰემის სასახლიდან ახალ-ახალ გამომცხვარ და ლამაზად მომზადებულ შოკოლადის ბისკვიტებს, ვაფლების ყუთებს და ნამცხვრებს იღებდა. დედოფალი ვიქტორია სახელმწიფოს 63 წელი მართავდა. მის საპატივსაცემოდ ვიქტორიას ბევრ გოგონას არქმევდნენ. თუმცა დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული დღემდე ვიქტორიანული ნაზი ტორტია, რომელიც ყველაზე კლასიკური ჩაის აუცილებელ მისაყოლებელ „სასუსნავად“ იქცა.
ბენედიქტის კვერცხის სენდვიჩი
გასაკვირია, მაგრამ ეს საოცარი კერძი გრძელი ღამეების შედეგად წარმოიშვა. 1894 წელს, ნიუ – იორკელმა სოციალისტმა ლემუელ ბენედიქტმა, როდესაც საშინლად ნასვამი და დაღლილი ვალდორფ-ასტორიის ოტელში ბრუნდებოდა, უცნაური რამ მოითხოვა: გახუნებული ტოსტი, შემწვარი კვერცხი, ბეკონი და ჰოლანდიური სოუსი. შეკვეთა შეუსრულეს, თუმცა ტოსტი ინგლისური მაფინით გამოცვალეს და ბენედიქტის კვერცხის სენდვიჩიც ასე დაიბადა. ის დღემდე ნაბახუსევის ერთ-ერთი საუკეთესო წამალია.
ც(ჩ)ეზარის სალათი
სალათს რომის ცნობილ იმპერატორთან საერთო არ აქვს. იულიუსთან მისი ასოციაცია ფართოდ გავრცელებული შეცდომაა. რეალურ გამომგონებელს ჩეზარ კარდინი ერქვა და მექსიკურ რესტორანში შეფ-მზარეულად მუშაობდა. 1924 წლის 4 ივლისს ჩეზარმა კერძებს პატარა, ნივრის არომატით გაჟღენთილი ფოთლები დაურთო. შემდეგ სტილი შეცვალა და მან ამ ფოთლების დაჭრა დაიწყო, საბოლოო ჯამში კი სალათად აქცია. სალათი ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავებმა გახადეს ცნობილი, რომლებიც „ტიხუანას“ ეწვივნენ და გაოგნებულნი დარჩნენ.
კარპაჩიო
თუ გესმით სიტყვა „კარპაჩიო“, ფიქრები ეგრევე იტალიური რენესანსისკენ, ბოტიჩელისკენ, ჯიოტოსა და ბელინისკენ გაგეფანტებათ. კერძმა სახელი ვენეციელი სკოლის მხატვრისგან, ვიტორე კარპაჩიოსგან მოიპოვა, რომელიც მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა. საინტერესო ისაა, რომ მისი კავშირი ამ კერძთან მისი ნამუშევრებიდან გამომდინარეობს: კარპაჩიოს ხორცის ღრმა წითელი ფერი ვიტორეს ნამუშევრების პალიტრას ძალიან წააგავდა.
ფეტუჩინე ალფრედო
ალფრედო დი ლელიო რომში, საკუთარი სახელობის რესტორნის შეფ-მზარეული იყო. კერძი მან საკუთარი ფეხმძიმე ცოლისთვის გამოიგონა, რათა მისთვის ძალები დაებრუნებინა. სოუსი კრემით, კარაქით და პარმეზანის ყველით ფეტუშინეს მაკარონში ირეოდა. როგორც ამბობენ, შეერთებულ შტატებში მისი პოპულარობა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა დუგლას ფეირბენკსმა და მერი პიქფორდმა განაპირობეს, რომლებიც თაფლობის თვეს რომში აღნიშნავდნენ და ალფრედოს რესტორანს შემთხვევით გადაეყარნენ.
პიცა მარგარიტა
ეს არის პოპულარული პიცა მსოფლიოში, რომელმაც ეს სახელი დედოფლისგან მოიპოვა. 1889 წელს, სავოის დედოფალ მარგარიტას ძღვენად პიცა უბოძეს, სადაც გამოყენებული პომიდორი, მოცარელა და რეჰანი იტალიის დროშის ფერებს გადმოსცემდნენ. აღნიშნულმა კერძმა გარკვეულწილად ქვეყანას სახელც გაუთქვა.
პავლოვა
თეთრად გამომცხვარი დესერტი მერინგის ბეზეთი, ათქვეფილი კრემითა და მწიფე ხილით რუსი პრიმა-ბალერინას სახელს ატარებს. ცნობილი ბალერინა, ანა მატვეიევნა პავლოვა, 1926 წელს ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ტურზე იმყოფებოდა და მაყურებლებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. მასზე ცნობილი ნათქვამი – „კი არ ცეკვავს, ჰაერში ფრთებზე ტივტივებს“ იდეალურად აღწერს მისი სახელობის ნარნარა დესერტსაც.
გრენი სმიტის ვაშლი
1800 -1810 წლებში მარია ანა სმიტმა სიდნეისთან ახლოს საკუთარ ფერმაში პატარა ვაშლის ხე აღმოაჩინა, რომელიც გადაყრილი დამპალი ვაშლებისგან გაიზარდა. მან ხე გადანერგა და ხელზე მწვანე, საინტერესო გემოს ვაშლი შერჩა. მან ხილი მეგობრებსა და მეზობლებში გააზიარა და ასე გახადა ცნობილი.
ველინგტონის ხორცი
ერთ-ერთი ვერსიით, ის „ვატერლოოს გმირის“ სახელს ატარებს, რომელიც არტურ უელესლი ნაპოლეონური ომების დროს ველინგტონის დიუკი იყო. ზოგიერთი ვერსიით კი, ეს სახელი უბრალოდ ფრამგული კერძის ალტერნატივაა, რომელიც იმ პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იმდენად ჩახლართული ისტორიაა, რომ სიმართლის დადგენა რთულია, თუმცა ფაქტია, რომ კერძმა საქონლის ხორცით, სოკოთი და ხრაშუნა ცომით ჩვენამდე მოაღწია.
„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. foodpanda, ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია.
გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. ამ ეტაპზე ფუდპანდა მსოფლიო 40 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში. www.foodpanda.ge საჭმლის შეკვეთა ონლაინ, ადგილზე მიტანით | foodpanda.ge www.foodpanda.ge