სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინშეკვეთა ვებგვერდზე – www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის პოპულარულია საქართველოშიც. კომპანია ბიზნესს აფართოებს და, მოკლე დროის მიუხედავად, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„ფუდპანდამ“ უკვე აქტიურად აითვისა ახალი კვების ობიექტები და ცნობილი რესტორნები, და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს ისეთ ახალ წერტილებზე, როგორიცაა „ვერა სტეიკ ჰაუსი“, „მანდარინი“, ამირა“, ამო რამე“, „ამრა“, „ნასიმი“, „სენატი“, „პალერმი“, „პალერმო“, „მექსიკური ფახიტასი“, „ელვისი“, „ლა კრეპი“, „ბურგერ იარდი“, „მოდა მოდა“, „გარაჯი“, „ფესვები“ და სხვა.
„ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს. საქართველოში „ფუდპანდას“ ბიზნესმოდელს ალტერნატივა არ გააჩნია, და კომპანია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლას.
„ფუდპანდა“ საკმაოდ სწრაფი და ხელმისაწვდომია. შენი საყვარელი კერძი 30 წუთში უკვე შენს გვერდითაა, – ეს არის სერვისი რომელმაც მომხმარებელი გააოცა.
როგორც „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე აღნიშნავს კომპანია დედაქალქში ბიზნესს კიდევ უფრო გააფართოვებს და სამომავლოდ ქვეყნის ახალ რეგიონებშიც გავლენ.
„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 80-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.