როცა 18 ან 19 წლის ხარ თავში ოფოფები გიქრის და მაშინ არ ფიქრობ (არც გოგო და არც ბიჭი) შენთვის იდეალური იქნება თუ შენი შერჩეული პიროვნება მომავალში.. არც იმაზე ფიქრობ რამდენად გაამართლებს შენი არჩევანი, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაუძლოს ქორწინების უღელს.. აქიდან გამომდინარე ამ ასაკში ყველას ჰგონია, რომ ის პირველი და რა თქმა უნდა უკანასკნელია – ის არის ერთადერთი სიყვარული რის გამოც ოჯახის შექმნა გაცილებით მარტივი და ”ფეხებზე მკიდიაა”, ეს კი საკმარისი ხდება იმისთვის, რომ ერთმაც და მეორემაც სპონტანურად გადაწყვიტოს ოჯახის შექმნა.
მაგრამ როცა ე.წ. ქვევრიდან თაფლის ჭამა მოსაბეზრებელი ხდება ან სულაც ნაადრევად მთავრდება თაფლი, და ამას დამატებული დილა-საღამოს ბავშვის ”ბედნიერი” ტირილ – ჩხავილი მოსვენებას გაკარგვინებს და პლიუს მთელი დღე ცოლი იმაზე გეჯუჯღუნება, რომ კაცი ხარ და აუცილებლად ფული გჭირდება, რომ ოჯახი არჩინო – აი აქ უკვე ხვდები, რომ ე.წ. მაღლა ხსენებული ”ოფოფებისგან მოტანილი სიყვარული” გაცილებით უკანა პლანზე იწევს და ” ხის ქვეშ მჯდომი სიყვარულის მოზიარენის ” პოზიციაც სავსებით მოკლებული და ალოგიკური მცნება შენს რეალობაში. მერე კი ეს ის პერიოდია როცა ტანჯვითა და ჯახირით წვალობ, ძალიან ბევრს წვალობ და შენც და შენს ცოლსაც თავი მხოლოდ იმ ვალდებულების გამო გაგაქვთ, რომელსაც შვილი ჰქვია, სადაც თქვენი სიყვარული თითქმის არ არის!.. ამ დროს ხშირად ჯდები და ამბობ საკუთარ თავთან, რომ ნამდვილად შეცდომა დაუშვი და არავითარ შემთხვევაში იმ ასაკში არ უნდა დაოჯახებულიყავი რომელზედაც ვისაუბრეთ. მაგრამ წარსულის დაბრუნებაზე ოცნებაც უკვე ზედმეტია, რადგან ისიც კარგად იცი, რომ დიდი ხნის უკან ჩაიარა შენმა მატარებელმა!..
ამასობაში წლები გადის, ადამიანები იცვლებიან , ღირებულებების გადაფასება ხდება, დინჯდებიან და ის ღირებულებები რაც 18-19 წლის ასკში ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ დღეს რადიკალურად სხვანაირი ტიპის, შეხედულებების და წარმოსახვის უფსკრულს ჰქმნის სადაც ერთმანეთს შორის ნდობა თითქმის ნულის ტოლია. არ არსებობს გრძნობა რომელსაც შეუძლია ისინი უწინდებურად შემოაბრუნოს – გარდა ერთადერთი ფიქრი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაშორდე ქმარს/ცოლს, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო ისევ იმ იმედით, რომ ამჟამად მაინც აუცილებლად გაგიმართლებს, რამე თუ სადაც არა სიყვარული მანდ არა ერთმანეთის პატივისცემა და იმ ღირებულებების მაღალ ხარისხში აყვანა რომელიც გეგონა, რომ გქონდა!..
მერე დგება ეტაპი – რომელსაც არ ელოდი!.. ამ ეტაპს კი შვილის პრობლემები ჰქვია. მას ორივე სურს, მისი ოცნებაა რომ ორივე ერთად გნხოთ, ორივე იღიმოდეთ და უწინდებურად ერთად იყოთ. მერე კი ხვდები რომ ეს ურთულესი პერიოდი ორმაგად მტკივნეული და სულ სხვა ტკივილია ვიდრე წარსულში გქონდა და ეხლა ამაზე იწყებ ფიქრს და როგორც ყოველთვის სიყვარული ორივეში თითქმის არ არის – ის უკვე მოკვდა!.. ეხლა კი უმთავრესი მხოლოდ ბავშვია!..
ესეც გაივლის!.. დრო გადის.. ამასობაში ხვდები, რომ უკვე დაკაცდი/დაქალდი , შვილი იმ ასაკში გყავს, რომ ეხლა თამამად შეგიძლია მას აუხსნა შენი გულის ნადები, გააგებინო ის რისი თქმაც გინდა – ესეც გამართლებაზეა და წარსულის აღზრდაზე – რადგან ზოგს ეს გამოსდის ზოგს არა, და თუ გაგიმართლა და შვილმა ზუსტად ისე გაიგო შენი მესიჯი როგორც ამას შენ ფიქრობდი აქ შეგიძლია თამამად თქვა, რომ აი ეხლა გეშველა!..
მერე იწყება ახალი ეტაპი!.. ეს უკვე პირადი ღირებულებების, გრძნობებისა და ნამდვილი სიყვარულის დროა!.. იწყებ მუშაობას, ეცნობი ახალ ადამიანებს, სარკეში იხედები და ვიღაცისთვის იპრანჭები, გული ისევ ძგერს, ჯერ არავისთვის, მაგრამ იცი რომ ახალს ელი. გჯერა, რომ ეხლა აუცილებლად გაგიმართლებს და გწამს, რომ დროა ზუსტად იმ ცხოვრებით იცხოვრო რომელიც შენ გჭირდება.. ამასობაში უფალი ახალ სიყვარულს გიგზავნის, ამაშიც თუ გაგიმართლა ე.ი თამამად შეგიძლია თქვა, რომ ავრორამ შენთვის გაისროლა და შიგ გულში მოგხვდა!.. ეს უკვე დიდი ბედნიერებაა, რადგან მოდის ნამდვილი სიყვარული და სამარადჟამოდ გიყვარდებათ ერთმანეთი!.. ამასობაში კი არც ისე პატარა ხარ დაახლოებით 30-ის ან სულაც 40-ის ეს ხომ ინდივიდუალურია, მაგრამ შენს გულში მუდამ რჩება ერთი მოუშუშებელი ტკივილი, რომელსაც შენი წარსულის დიდი შეცდომა ჰქვია, დიახ სწორედ ის წარსული როცა 18 ან 19 წლის ასაკში ”ოფოფებისგან მოტანილმა სიყვარულმა მოგცა”, მაგრამ აქაც არის ერთი უმსხვილესი იმედი – ეს იმედი კი შენს ცხოვრებაში ერთადერთი დიდი სიხარული და სიყვარულია რომელიც სწორედ ამ წარსულის ნაყოფმა მოგცა, ამ ნაყოფს კი შენი შვილია ჰქვია!. შვილი რომელზედაც არასოდეს იტყვი,- ”შეცდომა დაუშვი” – პირიქით მხოლოდ მისთვის ღირდა ცხოვრება!.. მაგრამ როგორცკი ღამდება და ისევ მარტო რჩები შენი გული ისევ იხსენებს და მიეცემა წარსულის ფიქრებს და შეცდომა მაინც შეცდომად გრჩება!.. ყოველივე ამას კი ცხოვრება ჰქვია, დიახ – ცხოვრება რომელიც მუდამ გასწავლის, მხოლოდ სანავლოდ მას თქვენი ნერვები, ჯანი და ღონე მიაქვს!..
ახალგაზრდებო !.. დაფიქრდით, ნურასოდეს იჩქარებთ!..
წყარო:http://fact2.