ეს ქალი სავარუდოდ სტიგმის მსხვერპლია და ფსიქიატრთან უნდა წავიდეს ყველა, ვინც მის ჩაქოლვას ითხოვს – ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
„მე მყავს ჩემი ფსიქიატრი. ეს განცხადება გადაცემაში გავაკეთე ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ადამიანებს ამ თემაზე არსებული სტიგმის მოხსნაში დავხმარებოდი. საჯაროდ მოვყევი ძალიან პირადი ინფორმაცია.
რა მჭირდა, რა მაწუხებდა და აღმოვაჩინე, რომ ასობით ადამიანს (რასაც მიღებული წერილები ადატურებდა) თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მივეცი.
დაინახეს რომ მარტო არ არიან და დაინახეს რომ შეიძლება გყავდეს ფსიქიატრი, მაგრამ ცხოვრობდე სრულყოფილი ცხოვრებით.
ეს ქალი სავარუდოდ სტიგმის მსხვერპლია და ფსიქიატრთან უნდა წავიდეს ყველა, ვინც მის ჩაქოლვას ითხოვს”,- წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.