ფრიდა კალოს ხმის ერთადერთი ჩანაწერი აღმოაჩინეს

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მხატვრის, ფრიდა კალოს ხმის ერთადერთი ჩანაწერი მექსიკაში აღმოაჩინეს.
აქამდე მისი ხმის ჩანაწერი არ არსებობდა და მხოლოდ გადმოცემით აღწერდნენ. მაგალითად, ფრანგი ფოტოგრაფი ჟიზელ ფრიუნდი ფრიდა კალოს ხმას აღწერს, როგორც მელოდიური და თბილი – ამის შესახებ გამოცემა “გარდიანი” წერს.
ხმის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მექსიკაში რადიოარქივის გაშიფვრა დაიწყო, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ხმა, ნამდვილად ფრიდა კალოს ეკუთნის. ჩანაწერზე ერთ-ერთი რადიო გადაცემის ნაწყვეტია, რომელზეც 1953-1954 წლებში კალო ესეს კითხულობს სახელად “დიეგოს პორტრეტი”.

კომენტარები

სხვა სიახლეები