ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეთ – მამაკაცი აბაზანაში ხელოვნურ ფალოსზე დაეცა

რუსეთში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც ხელოვნურ ფალოსზე დაეცა, მილიციის დახმარება დასჭირდა. სანქტ-პეტერბურგის მილიციის 21-ე დეპარტამენტის თანამშრომლები, უჩვეულო შემთხვევის მოწმენი გახდნენ, რომელიც პრაქტიკაში ამ დრომდე არ ჰქონიათ.
8 სექტემბერს მათ დასახმარებლად, 37 წლის მამაკაცი ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ კომსომოლის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლის აბაზანაში მას ფეხი დაუცდა და ხელოვნურ ფალოსზე დაეცა, რის შედეგადაც ის მას უკანა ტანში გაეჭედა.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტი მამაკაცს 7 სექტემბრის დილის 6 საათზე შეემთხვა, მილიცია კი დასახმარებლად მეორე დღეს, საღამოს გამოიძახა – იუწყება NEWS.RU. შესაძლოა, მთელი ამ ხნის მანძილზე მამაკაცი ცდილობდა სექს-ინდუსტრიის ნივთისგან თავის დაღწევას, თუმცა, მაინც ვერ შეძლო. ასევე გაუგებარია, თუ რატომ გამოიძახა მან მილიცია და არა სასწრაფო დახმარება. რაც არ უნდა იყოს, პოლიციამ ზარი რეაგირების გარეშე არ დატოვა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საოლქო მომსახურების წარმომადგენლები გამოცხადდნენ. შემთხვევის შესახებ ასევე აცნობეს ქალაქის მთავარ სამმართველოსაც.
საბოლოოდ დაზარალებულს დახმარება, სოლიდარობის ქუჩაზე მდებარე მე-7 საავადმყოფოში აღმოუჩინეს, სადაც მამაკაცი ხელოვნური ფალოსისგან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის კვლავ მილიციას დაუკავშირდა და საქმის დახურვა მოითხოვა, ვინაიდან, მისივე თქმით, ყველაფერი მხოლოდ მისი დაუდევრობის ბრალი იყო.
პოლიციის განყოფილებაში მომხდარზე ასეთი კომენტარი გაკეთდა: “როგორც ხედავთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავდგეთ ჩვენივე მოქალაქეების დაცვის სადარაჯოზე. გამოძიება ამ უცნაურ მოვლენაზე უკვე დასრულდა.”

ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია გაცილებით მძიმე შემთხვევებიც. მაგალითად, ავსტრალიაში ექიმებს 70 წლის კაცის პენისიდან ჩანგლის ამოძრობა მოუხდათ, რომელმაც ამ ექსპერიმენტს სექსუალური სიამოვნების გამო მიმართა. სერბეთში კი, ბელგრადში მცხოვრები 35 წლის მამაკაცი იძულებული გახდა სასწრაფო დახმარებისთვის მიემართა მას შემდეგ, რაც მეგობარი “ბრძენი ქალის” რჩევის საფუძველზე, სექსი ზღარბთან დაამყარა.

კომენტარები

სხვა სიახლეები