“ფრთხილად იყავით, კვლევები წამოვიდა, რომ, ძირითადად, გვაქვს გვერდითი ეფექტები” – ექსპერტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებზე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი – გიორგი ფხაკაძე COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს რეკომენდაციებით მიმართავს.

„ადამიანი, ვინც გადაიტანა კოვიდი, ნუ იქნება ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხა და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით, კოვიდიდან  პირველი თვე ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ, მინიმუმ, 30 წუთის განმავლობაში. ახლა ნუ გადატვირთავთ სამედიცინო დაწესებულებებს, მაგრამ ყველაფერი რომ გადაივლის, მთლიანი გამოკვლევები ჩაიტაროთ. სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ, ძირითადად, გვაქვს გვერდითი ეფექტები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება, იყოს გაფანტულობა, პრობლემები მახსოვრობასთან, შეიძლება – იყოს უფრო მარტივი ფორმები ან უფრო მძიმე”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „დღის კურიერში“.

კომენტარები

სხვა სიახლეები