ფრენკ სინატრას დაბადებიდან ერთი საუკუნე გავიდა

დღეს ამერიკელი მსახიობის, მომღერლისა და შოუმენის ფრენკ სინატრას დაბადების დღეა.

ფრენკ სინატრა 1915 წლის 12 დეკემბერს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ჰობოკენში დაიბადა. მისი ბიოგრაფიაც ისეთივე საინტერესო და მრავალფეროვანია, როგორც თავად ფრენკი. ჯიუტი და ხმაურიანი ქცევების გამო სინატრამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო. მან მხოლოდ 47 დღე იარა სკოლაში, შემდეგ კი გარიცხეს. 1938 წელს იგი სამართალდამცავებმა დაქორწინებულ ქალთან არშიყის გამო დააკავეს. იმ დროისთვის ამგვარი საქციელი კანონით ისჯებოდა.

სინატრას მთავარი ინტერესი მუსიკის სფერო იყო. მან სიმღერა 8 წლის ასაკში, ღამის კლუბში დაიწყო. 1930 წელს კი, თინეიჯერობის პერიოდში, მსმენელის წინაშე წარდგა, როგორც პროფესიონალი მომღერალი. გარდა მუსიკისა, ფრენკი სამსახიობო კარიერაშიც სიამოვნებით ჩაერთო. მან მრავალი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მათ შორის ფილმებში: – „ოუშენის 11 მეგობარი“ და „რობინი და 7 ჰუდი“.

სინატრა პოლიტიკურად აქტიური ადამიანი გახლდათ. მას ამერიკის პრეზიდენტებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კავშირი პრეზიდენტ ჯონ კენედისთან. მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდა, მსოფლიოს თავი განსაკუთრებული ხმით დაამახსოვრა, ამიტომაც შეარქვეს მას The Voice (მისი უდიდებულესობა ხმა).

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=3O5xpR1hVkM&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები