ფრანგული კრეპი ბანანითა და შოკოლადით

ინგრედიენტები:
კრეპისთვის: ფქვილი -1 ჭიქა,
მწიკვი მარილი,
კვერცხი -2 ცალი,
რძე -2 ჭიქა,
დამდნარი კარაქი -1 ჩ/ კ.
ვანილის ექსტრაქტი -1/2 ჩ/კ.
კარაქი -50 გრ.

შიგთავსი: შოკოლადის კარაქი -1 ჭიქა, ბანანი – ცალი.

მომზადების წესი: ჯამში ფქვილს მარილი დავუმატოთ და კარგად აურიოთ. 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული დავუმატოთ. ნელ-ნელა 1 ჭიქა რძე დავასხათ და თან ვურიოთ. შემდეგ მეორე ჭიქა რძე, დამდნარი კარაქი, ვანილი დავუმატოთ და კარგად მოვურიოთ.

მიღებული მასა შევფუთოთ და ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში დავტოვოთ. ტაფას კარაქი წავუსვათ, კრეპის ცომი დავასხათ, დაწითლებისას გადმოვატრიალოთ, შოკოლადის კარაქი წავუსვათ და თეფშზე გადავიტანოთ, დაჭრილი ბანანი დავუმატოთ და რამდენჯერმე გადავკეცოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები