“ფოტოებს იღებდა, მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა” – რა ვითარებაში გადმოვარდა შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი

მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ინფორმაციით, შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე ფოტოს იღებდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და გადავარდა.

“კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ნინა წკრიალაშვილი ამბობს, რომ გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ევას ფანჯრის რაფაზე ჯდომა უყვარს. იმ საღამოსაც, ჩვეულებისამებრ, იჯდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და გადავარდა… საბედნიეროდ, გადავრჩით. ექიმები გვეუბნებიან, მდგომარეობა მძიმეაო, მაგრამ ეჭვი არ ეპარებათ, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ. ევას ხელ-ფეხი დამტვრეული აქვს, მალები – დაზიანებული, მაგრამ ხერხემლის დაზიანების ხარისხი ჯერ კიდევ დასადგენია. კვლევა ხელმეორედ უნდა ჩაუტარდეს, შემდეგ გვეცოდინება, როგორ ვიმოქმედოთ. თუ ბავშვის თურქეთში გადაყვანა გახდება საჭირო, შორენას მეგობრები გვერდში დავუდგებით. მთავარია სწორი დიაგნოზი გვითხრან და მიმართულება მოგვცენ, უკან არაფერზე დავიხევთ. ჯერ ისიც კი არ ვიცით, არის თუ არა ევა იმ მდგომარეობაში, რომ საზღვარგარეთ გადავიყვანოთ. შორენა ძალიან მეცოდება, ასეთი კარგი დედა იშვიათად შემხვედრია. ღმერთმა არ ქნას, რამე ცუდი მოხდეს“, – აცხადებს ნინა წკრიალაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები