ფოტოგრაფმა და ციფრულმა მხატვარმა ავსტრალიიდან ნამდვილი საშობაო სასწაული შექმნა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ დღესასწაულს საავადმყოფოს კედლებში გაატარებენ.
კარენ ელსოპმა ისე გააკეთა, რომ პატარები საავადმყოფოს პალატიდან საახალწლო ზღაპარში აღმოჩენილიყვნენ.
Photoshop-ის დახმარებით, მხატვარმა მათ ნამდვილი დღესასწაული შეუქმნა! სადღესასწაულო ფოტოსესიების იდეა მას ჯერ კიდევ 2016 წელს გაუჩნდა, როდესაც ავადმყოფი გოგონას დედამ მას შვილისთვის რაიმე უჩვეულოს გაკეთება სთხოვა. მას მერე ორი წელი გავიდა და კარენის გუნდი გაიზარდა – მას გვერდში მსოფლიოს უამრავი ფოტოგრაფი დაუდგა და შედეგიც ბრწყინვალე დადგა.
სხვა სიახლეები