ფორთოხლის სუფლე ბისკვიტით

 ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის: კვერცხი – 3 ცალი,
შაქარი – 150 გრ,
ფქვილი – 150 – 200 გრ.
სუფლე: ჟელატინი – 20 გრ,
ფორთოხლის წვენი – 250 მლ,
ნაღები – 500 მლ,
შაქარი – 150 გრ.
გახეხილი შოკოლადი – მოსართავად.
მომზადების წესი: ვამზადებთ ბისკვიტს: კვერცხი შაქართან ერთად მიქსერით ავთქვიფოთ. შემდეგ ფქვილი დავუმატოთ. საცხობ ფირფიტას ცხიმი წავუსვათ, ცომი ჩავასხათ და ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წუთით მოვათავსოთ. სურვილისამებრ, უკვე მზა ბისკვიტი შეგიძლიათ სიროფით ან წვენით დანამოთ. ვიწყებთ სუფლეს გაკეთებას: ჟელატინი 150 მლ წყალში დავალბოთ. შემდეგ ცეცხლზე დავდგათ, ოღონდ ადუღებამდე არ მივიყვანოთ. ნაღები შაქართან ერთად მიქსერიოთ ავთქვიფოთ, წვენი დავუმატოთ. შემდეგ ჟელატინი დავუმატოთ. მიღებული სუფლე ბისკვიტზე გადავიტანოთ და მაცივარში 7-8 საათით მოვათავსოთ. ბოლოს გახეხილი შოკოლადით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები