ფორთოხლის საახალწლო პუდინგი

ინგრედიეტები: ფორთოხალი – 2 ცალი, კვერცხის გული – 5 ცალი, რძე – 300 მლ. შაქარი – 100 გრ. ჟელატინი – 25 გრ.
მომზადების წესი: ფორთოხლის ცედრა სახეხზე გავხეხოთ, ფორთოხლის წვენი გავწუროთ. უნდა გამოვიდეს 150 მლ, მიღებულ წვენში ჟელატინი გავხსნათ და დავტოვოთ იმდენ ხანს, რაც შეფუთვაზეა მითითებული, რძეს ცედრა დავუმატოთ, ცეცხლზე დავდგათ და ადუღებამდე მივიყვანოთ. შემდეგ შაქარი დავუმატოთ, კვერცხის გულები ავთქვიფოთ და რძეში შევურიოთ, გამუდმებით ვურიოთ, მასის შესქელებამდე, ჟელატინი დავუმატოთ, მოვურიოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ, ფორმაში ჩავასხათ და მაცივარში 7-8 საათით შევდგათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები