ინგრედიენტები: ფორთოხალი – 3 ცალი, შაქარი – 200 გრ, ჟელატინი – 20 გრ.
მომზადების წესი: 200 მლ ჟელატინი ცხელ წყალში გავხსნათ. ფორთოხლისგან წვენი გამოვწუროთ. დარჩენილი ფორთოხლის ქერქები კი ქვაბში მოვათავსოთ. წყალი დავასხათ და ადუღებამდე მივიყვანოთ. შემდეგ გადავწუროთ, 40-45 წუთი გავაციოთ, შაქარი და გახსნილი ჟელატინი დავუმატოთ და ცეცხლზე დავდგათ, ოღონდ არ ვადუღოთ. შემდეგ გამოწურული წვენი დავუმატოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. ბოლოს ფორმებში ჩავასხათ და მაცივარში 5 – 6 საათით მოვათავსოთ.
Prev Post
სხვა სიახლეები