ჟურნალმა „ფორბსმა“ ჰოლივუდელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელა. იმ ფილმებისთვის, რომლებშიც მსახიობმა როლები შეასრულა, მათ შორის „კაპიტან ამერიკა“ და „კოენის ძმები“ მან ჰონორარის სახით 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი მიიღო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მსახიობებმა კრის ევანსმა და რობერტ დაუნიმ მეორე ადგილი დაიკავეს. მათ ჰონორარის სახით 1 მილიარდ 150 მილიონი დოლარი მიიღეს.
გასულ წელს „ფორბსის“ სიაში მსახიობი კრის პლატი ლიდერობდა.
Prev Post
სხვა სიახლეები