„ფორბსმა“ მსოფლიოს უმდიდრესი ქალი დაასახელა

ჟურნალ ფორბსის“ 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი კვლავ ალისი უოლტონიაამერიკელი მილიარდერი და მსოფლიოში უდიდესი საცალო ვაჭრობის ქსელის, „უოლმარტის“ დამფუძნებლის, სემ უოლტონის ქალიშვილი.

ბოლო მონაცემებით, მისი ქონება დაახლოებით 134 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. საერთო რეიტინგში ალისი უოლტონი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში მე-14 ადგილს იკავებს, ხოლო ქალებს შორის პირველ ადგილს უკვე მეორე წელია ინარჩუნებს.

მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია უოლტონის ოჯახის წილთან „უოლმარტში“, რომელიც დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საცალო სავაჭრო კომპანიად რჩება.

ფორბსის“ მონაცემებით, უმდიდრეს ქალთა სამეულში ალისი უოლტონის შემდეგ არიან:

  • ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსიკოსმეტიკური გიგანტის, „ლორეალის“ მემკვიდრე, რომლის ქონება დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს;

  • ჯულია კოხიამერიკელი ინდუსტრიული მაგნატის, დევიდ კოხის ქვრივი, რომლის ქონება დაახლოებით 81 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ ალისი უოლტონი მხოლოდ ფინანსური წარმატებით არ არის ცნობილი. იგი აქტიურად არის ჩართული ხელოვნებისა და ქველმოქმედების სფეროში. მისი ინიციატივით არკანზასის შტატში დაარსდა ამერიკული ხელოვნების მუზეუმი — Crystal Bridges Museum of American Art, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ სივრცედ ითვლება.

მილიარდერი ასევე აქტიურად აფინანსებს კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს, რის გამოც ბიზნესის გარდა იგი ხშირად ხელოვნებისა და ფილანთროპიის ერთ-ერთ გავლენიან მხარდამჭერადაც მოიხსენიება.

კომენტარები

სხვა სიახლეები