ჟურნალმა „ფორბსმა“ მოსკოვი მესამე ადგილზე დაასახელა იმ ქალაქებს შორის, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრებს. ჟურნალის მონაცემების მიხედვით, რუსეთის დედაქალაქში 60 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო ქონება 270,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ფორბსის“ რეიტინგში მილიარდერთა რაოდენობით პირველ ადგილზე ნიუ-იორკია, სადაც 79 მილიარდერი ცხოვრობს, მათი ქონება კი ჯამში 364,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს ჰონგკონგი იკავებს. მასში 68 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა ქონების ჯამური რიცხვი 261,3 მილიარდი აშშ დოლარია.