1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების სიმბოლოდ ქცეულ, მომღერალ ლელა ვეფხვაძეს, ფონდმა “ქართუ”-მ ბინა შეუძინა. ინფორმაციას ბიზნესმენი, ლევან მაღლაკელიძე ავრცელებს.
„გილოცავთ, ძვირფასო თანამოქალაქენო! მიზანი მიღწეულია, ჩვენი გმირი, ლელა ერთობით ფეხზე წამოვაყენეთ. უახლოეს დღეებში ამ სიმღერას ლელა საკუთარ ჭერქვეშ შეასრულებს.
დიდი მადლობა ყველას მხარში დგომისათვის. უღრმესი მადლობა “ქართუ ფონდს” “ღირსების საქმის” ღირსეულად დაგვირგვინებისათვის! მრავალჟამიერ!”, – წერს ლევან მაღლაკელიძე.
სხვა სიახლეები