ფოთის სანაპირო ზოლზე, სამხრეთ მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქარბორბალა დაფიქსირდა, რომელიც რამდენიმე წამს გაგრძელდა. სინოპტიკოსები მის ხმელეთზე განმეორებას არ პროგნოზირებენ.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 4-5 ბალამდე, რაც წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია. დაუბერავს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურია კი 10-12 გრადუსი იქნება.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=rV3VNrGec9I[/youtube]
წყარო:1tv.ge