„ფლეიბოი“ მომავალში მთლიანად შიშველი ქალების ფოტოებს აღარ გამოაქვეყნებს

ამერიკული ჟურნალი „ფლეიბოი“ მომავალი წლის მარტიდან მთლიანად შიშველი ქალების ფოტოებს აღარ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ New York Times იუწყება. ჟურნალის დამფუძნებლის, 89 წლის ჰიუ ჰეფნერის თქმით, რომელიც ამ ცვლილებებს დათანხმდა, ჟურნალში იქნება „პროვოკაციული ხასიათის“ პუბლიკაციები, მაგრამ მთლიანად შიშველი ქალების ფოტოები არ გამოქვეყნდება. „ფლეიბოის“ პირველი ნომერი 1953 წელს გამოვიდა. ამჟამად ის სხვადასხვა ენაზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იბეჭდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები