ტოპ-მოდელი ვერიდიანა ფრეიტასი გარკვეული პაუზის შემდეგ „ფლეიბოის“აპრილის ნომერში გამოჩნდა. მისი ეროტიკული ფოტოსესია ბუენოს-აირესის ქუჩებში იყო გადაღებული. მანამდე ის შიშველი პოზიორობდა გამოცემა Casa Rosada-სთვის, ასევე ტორტონის და გარსიას კაფეებისთვის. ფოტოსესია არგენტინის დედაქალაქის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მაყურებლის თვალწინ მიმდინარეობდა, რომლებიც ფრეიტასს ოვაციებით შეხვდნენ.