“ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ – შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ” – ზურაბ ჯაფარიძე

„გირ­ჩის“ ლი­დე­რმა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ    ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე ფიტ­ნეს კლუ­ბი “რე­ფორ­მე­რი ფიტ­ნე­სი” სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლად იქი­რა­ვა.
რო­გორც გირ­ჩის ლი­დერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­მარ­ტა,ვი­საც ვარ­ჯი­შის სურ­ვი­ლი აქვს, შე­უძ­ლი­ათ მას სახ­ლში ეს­ტუმ­რონ.

„ზე­პირ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვდებთ. იუ­რის­ტე­ბიც გვყავს თბი­ლი­სი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. მთელ ამ დარ­ბაზს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლად ვქი­რა­ობ. სა­ნამ ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს, ბა­თუმ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მექ­ნე­ბა. აქ ვა­პი­რებ, რომ ვი­ცხოვ­რო, სა­დაც მაქვს სა­ვარ­ჯი­შო ინ­ვენ­ტა­რი, რო­მელ­საც ფარ­თთან ერ­თად აქი­რა­ვე­ბენ. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, კვა­რი­ათ­ში, გო­ნი­ო­ში, სარფში ან ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვარ­ჯი­შობ­და და დარ­ბა­ზე­ბი და­უ­კე­ტეს, შე­გიძ­ლი­ათ, მოხ­ვი­დეთ და აქ ივარ­ჯი­შოთ, ჩემს სახ­ლში სტუმ­რად მოხ­ვი­დეთ და ივარ­ჯი­შოთ. ხვალ აქ შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არა­ვის ექ­ნე­ბა, რად­გან ჩემი სახ­ლია. შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას შე­უძ­ლია შე­მო­ვი­დეს და ნა­ხოს, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ლა­რო აპა­რა­ტი მუ­შა­ობს თუ არა. მო­დით ჩემ­თან სტუმ­რად, ვი­საც ვარ­ჯი­ში გინ­დათ“, – გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები