პილატესი ეს არის ერთ-ერთი პოპულარული ფიტნეს მეთოდი. მისი დახმარებით, ზედმეტი ტრავმების გარეშე მიიღწევა სასურველი შედეგი.
პილატესი არის გვარი იმ ადამიანის ვინც გამოიგონა, თავისი ვარჯიშის მეთოდიკა, მე-20 საუკუნის დასაწყისში. მისი დახმარებით იკურნებოდა სხვასხვა დაავადება და ამასთანავე, ცხოვრობდნენ დიდი ხნის მანძილზე. იოზეფ პილატესი დაიბადა 1883 წელს, გერმანიაში ერთ-ერთ ღარიბ ბერძნულ ოჯახში. ის დაავადებული იყო ასთმით, რაქიტით და სხვა სნეულებებით.
„ თქვენ ყველა თქვენ ბედს განკარგავთ. შენ შეგიძლია გააკეთო რაღაც და შემდეგ ინანო ან უბრალოდ წახვიდე“ – ამ სიტყვებმა შეცვალა იოზეფის ცხოვრება. მან ისწავლა ანატომია, იოგა, ტანვარჯიში და საბრძოლო ხელოვნება. ვარჯიშმა არა მარტო გამოაჯანმრთელა ის, არამედ ჩამოუყალიბა პროპორციული სხეული.
ამასთანავე, მან შეძლო მაღალ დონეზე შეესწავლა ბოქსი, სათხილამურო სპორტი და დაივინგი.
პირველი მსოფლიო ომის დროს იოზეფი იმყოფებოდა ინგლისში. დაშავებულ გერმანელებს ფაქტობრივად არ შეეძლოთ საწოლიდან ადგომა, ამიტომ პილატესმა შეიმუშავა სპეციალური მეთოდები, რომლებიც დაეხმარებოდა ჯარისკაცებს მალე გამოჯანმრთელებაში. იმ სიტუაციაში, გამოსავალი საწოლის ზამბარებით შექმნილი ტრენაჟორი იყო, რომელიც დიდ დახმარებას უწევდა დაშავებულებს. ომის შემდეგ, ემიგრაციაში მყოფმა პილატესმა ნიუ იორკში გახსნა სტუდია, რომელმაც თავიდანვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. იქ დადიოდნენ ცნობილი კინო ვარსკვლავები, სპორტსმენები და მოცეკვავეები. მისი სისტემა გამოირჩეოდა თავისი უნიკალურობით და ეფექტურობით. იოზეფ პილატესი 1967 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას შემდეგ გარკვეული დროით დავიწყებას მიეცა ეს მეთოდიკა, თუმცა მალევე დაიბრუნა ადრინდელი პოპულარობა.
პილატესის მიმდევრები არიან მადონა, ჯონ ტრავოლტა, უმა თურმანი და სხვა ცნობილი მოდელები თუ ოლიმპიური ჩემპიონები.
პილატესის მეთოდიკა არის საუკეთესო საშუალება ნებისმიერი სქესისა თუ ასაკის ადამიანისთვის.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=oAKf77cbYu8[/youtube]