მხურვალე, ვულგარული, ეპატაჟური, ხმაურიანი, ბოჰემური, ეროტიკული და სექსუალური. ამ ყველაფერზე ქართველებს პირველ რიგში, ალბათ გოგონა სტრიპტიზ კლუბებიდან – მარი ბაბეტა გაახსენდება.
ის ზედმეტად თამამია და თითქმის მუდმივად გახდილი. ამბობს, რომ ქართველებისთვის ის სექსუალური პოზა „69“ – სთან ასოცირდება და უყვარს, როცა სექსის დროს კაცს თვითონ მართავს. მოსწონს საკუთარი სექსუალური აქტების გადაღება, შემდეგ კი ამ ვიდეოების ყურება. ბაბეტა, რომლისთვისაც ექსტრემალური სექსუალური თავგადასავლები არახალია, აცხადებს, რომ ანალური სექსი და ორგია მისთვის მიუღებელია. აღიარებს, რომ მამაკაცებს ის მხოლოდ „ლოგინისთვის უნდათ“. ამის მიუხედავად, ბაბეტას თქმით, ის არც ლამაზი ბუტაფორიაა და არც სათამაშო თოჯინა. რაც შეეხება მის იმიჯს, თვლის, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
„ქართველებისთვის 69 ასოცირდება ბაბეტასთან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პოზა მიყვარს, რაც სიმართლეა. გამუდმებით ვიღებ წერილებს: “ბაბეტ, მეც მევასება 69 და დავკავდეთ რა!” ან “ბაბეტ, მასწავლი 69-ს?”. ამ პოზას მე გავაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ საყვარელ ადამიანთან. მე ხომ ასოს უნახავი არ ვარ! აგრეთვე, მომწონს პოზიცია, რომელშიც ქალი დომინანტია. სექსისას კაცს უნდა ვაკონტროლებდე და ვმართავდე. საყვარელ მამაკაცთან ერთად პორნოგრაფიული ვიდეო ბევრჯერ გადამიღია. თან არა მარტო ვიდეო, სურათებიც. ჩემს ბოიფრენდთან ერთად სექსის დროს ვიდეოებს ვიღებდი და მომდევნო ინტიმური აქტისას ჩვენივე პორნოს ვუყურებდით. რაც შეეხება ანალურ სექსს, ის არაჰიგიენურად მიმაჩნია. ორგიაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვაპირებ.სახე უკვე ისედაც ბევრმა იცის და დიდი ამბავი, თუ ჩემი უკანალიც პოპულარული იქნება“, – აცხადებს სკანდალური გოგონა.
მოცეკვავისა და მოდელისთვის, როგორც თავად ამბობს, მამაკაცთან სექსი ფულის სანაცვლოდ მისთვის მიუღებელია, ასევე პარტნიორის მხრიდან ქალის გრძნობებზე თამაშიც.
„მე არ ვარ ბოზი, მე ვარ პატიოსანი მოცეკვავე, ხოლო გრძელკაბიანი ბოზები ხშირად დადიან კლუბებში… ხშირად მთავაზობენ დიდი თანხის სანაცვლოდ მათთან დაწოლას, მაგრამ მე არ ვიყიდები. ქვეყნად ბევრი რამეა, რასაც ფულით ვერ მოიპოვებ. მაგალითად, სიყვარული და ჰუმანურობა. კაცს სექსის შემდეგ არ ეპატიება ქალის გრძნობებზე თამაში. თუ ქალი არ უყვარს სექსუალური აქტისას არ უნდა წამოსცდეს სიტყვა ,,მიყვარხარ” მარტო იმიტომ რომ იგივე სიამოვნების განცდა სხვა დროსაც სურს“, – აცხადებს თამამი გოგონა.
საკუთარი თავი მას მეტ-ნაკლებად გარყვნილი გონია და აღიარებს, რომ სექსუალური ურთიერთობა, ასაკით მასზე პატარა ბიჭებთანაც ჰქონია.
„თავი გარყვნილად ცოტათი მიმაჩნია. ინტიმური ურთიერთობა ჩემზე უმცროს ბიჭთან კი- მქონია. აქ დასამალი არაფერია. ოცდასამი წლის იყო. მან დამანახვა, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი ბიჭი უფრო შეგნებულია, ვიდრე მასზე ასაკით უფროსი მამაკაცი“, – ამბობს ბაბეტა.
თვლის, რომ ის “გოუ-გოუ-დენსერია” (შოუვუმენი) და არა – სტრიპტიზის მოცეკვავე. 17 წლიდან სამოდელო სფეროში მუშაობს და მიაჩნია, რომ ქართველ მოდელებს პლასტიკა აკლიათ. ცხოვრობს მშობლებთან ერთად და ჰყავს 5 წლის შვილი-ბარბარე. წარსულში მარი ბაბეტა რეპერ „შავი პრინცის“ მეუღლე იყო, თუმცა წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაშორდა.
ვულგარული გოგონა მხოლოდ ბულვარული პრესისა და პაპარაცების მუდმივ სამიზნეს არ წარმოადგენს. ის ცნობილია სკანდალური ისტორიებითაც. ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, მოცეკვავე სალომე ჭაჭუასა და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის ოჯახი სწორედ მან დაანგრია. ამის შესახებ ინფორმაცია ბაბეტამაც დაადასტურა. ცნობილია ასევე, რომ მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას, წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც ცდილობდა, თუმცა პოლიტიკოსის ვინაობა სტრიპტიზის მოცეკვავემ დღემდე არ გაამხილა.
„იმ პიროვნების სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ ის მიხეილ სააკაშვილის დროის ნაციონალი პარლამენტარი იყო. ჩემს გემოვნებაში პოლიტიკოსები არასოდეს ჯდებოდნენ. ის ადამიანი, როგორც მამაკაციც, არ მომწონდა. ვმეგობრობდით, ერთმანეთი კლუბში საერთო მეგობარმა გაგვაცნო. თვითონ მითხრა, რამეში თუ დაგჭირდი, ჩემი იმედი გქონდესო. მისი იმედი როგორ უნდა მქონოდა, როდესაც მთვრალი ჩემს კორპუსთან მოვიდა, ვითომ კლუბში სამსახურში უნდა წავეყვანე, ამ დროს კი კარი ჩამიკეტა და მითხრა, რომ უნდა დავნებებოდი.იარაღით დამემუქრა, მაგრამ არ შემეშინდა. მითხრა, რომ სადღაც გადაკარგულ ადგილას სახლი ჰქონდა, იქ მიმიყვანდა, ყოველდღე საჭმელს მომიტანდა. ჩემს შვილსა და ოჯახის წევრებს კი ვერ ვნახავდი, სანამ არ დავნებდებოდი. არ ვიცი, ნასვამი იყო, თუ რაიმეს ზემოქმედების ქვეშ, ადამიანს არ ჰგავდა“, – აცხადებდა მაშინ ბაბეტა.
ბოლო სკანდალი, რომელიც ასევე მოცეკვავე გოგონას უკავშირდება, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გადაიცა. გადაცემა „ერთგულების ტესტში“ მან „ნიჭიერის“ მონაწილე, საზოგადოებისთვის „ცოცარით“ ცნობილი ტომას ჯალეკი აცდუნა და კამერების წინ მასთან სექსით დაკავდა. ამ სცენებს გვერდით ოთახიდან, ვიდეო-მონიტორებზე ჯალეკის შეყვარებული უყურებდა.
ამჯერად გთავაზობთ ბაბეტას მორიც ცხელ ფოტოებს, რომლებიც მოცეკვავემ და მოდელმა სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ვულგარულ ფოტოზე მან სათაურად „ფისოს უყვარს რძე“ დაწერა.
https://www.youtube.com/watch?v=9MgBbDHhQh8