ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ „სოტბის“ აუქციონზე რუსეთის მხატვრობის სექციაშია წარმოდგენილი

 

ნიკო ფიროსმანის შედევრს – „შველი წყლის პირას“ 7 ივნისს „სოტბის“ აუქციონზე გაიტანენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტილოს საწყისი ფასი 150 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „შველი წყლის პირას“ რუსეთის მხატვრობის სექციაშია წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ეს „სოტბის“ სააუქციონო სახლის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის გამო მოხდა. სამინისტროს განცხადებით, ამ შემთხვევაში, მთავარია, ფიროსმანი ქართველ მხატვრად იყოს მოხსენიებული,

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, უწყების წარმომადგენლები აუქციონის ორგანიზატორებს სპეციალურ წერილს გაუგზავნიან და მოითხოვენ, რომ აუქციონზე ნამუშევრის ავტორის წარმომავლობა აღინიშნოს და იდენტიფიცირებული იყოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები