“ფინლანდიური” ზამთრის ზღაპარი (ფოტოკოლაჟი)
ფინეთი – ცივი, მაგრამ სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც ძირითად ცხოვრებისეულ ფასეულობებს სტაბილურობა და კომფორტი წარმოადგენს. აქ შეხვდებით ადგილებს გასაოცარი პეიზაჟებით, გაშლილი მდელოებით და მომაჯადოებელი ლაპლანდიით.
ფინეთში აუცილებლად გაიცნობთ და დაიმეგობრებთ ვინმეს. კომფორტის მოყვარულები სიამოვნებით ეწვევიან საუნას, ის, ვინც ექსტრემს ანიჭებს უპირატესობას, შეძლებს თხილამურებით დაშვებას. და მას, ვისაც სურს, ზამთრის ზღაპარში მოხვედრა, სანტა-კლაუსის სოფელს, იოულუპუკის უნდა ეწვიოს.