აშშ-ში 73 წლის ასაკში რეჟისორი როდ დენიელი გარდაიცვალა. დენიელი ისეთი ფილმების შემქმნელია, როგორიცაა: „მარტო სახლში 4“, „ბეთჰოვენი 2“ და „კ-9: ძაღლური სამსახური“. რეჟისორი როდ დენიელი ჩიკაგოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. კარიერა დენიელმა მსახიობის ამპლუაში დაიწყო, მისი სარეჟისორო დებიუტი კი 1985 წელს შედგა.