ფილმი „დასაწყისი“ სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა” გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”!
და კიდევ სამი მთავარი ჯილდო:
დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
ფილმი “დასაწყისი” რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.

“დასაწყისი”-ს ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო.

კომენტარები

სხვა სიახლეები