1. ადამიანის გასაცნობად ტანსაცმელზე ყავის გადასხმა
თუ წერას ხართ აყოლილი, თქვენი ნებაა, მაგრამ ადამიანის გასაცნობად ტანზე მდუღარე ყავის გადასხმას ნამდვილად არ გირჩევდით.
2. ფანჯრიდან გაპარვა, შეყვარებულის მამამ რომ არ დაგვინახოს
აქ ხალხი, ძირითადად, კორპუსებში ცხოვრობს, ამ პირობებში ფანჯრიდან გაპარვა კი თითქმის შეუძლებელი გამოდის.
3. წარწერა ოთახის კარზე: შესვლა აკრძალულია!
აზრი?!
4. რამე უცნაური ამბის გამოძიება ისე, რომ არც ჭამო და არც ტუალეტში შეხვიდე
მეგობრის არგუმენტს, რომ “სინამდვილეში შედიან, უბრალოდ, ჩვენ ხომ არ გვაჩვენებენ, არაა?!”, არ დაჯერდეთ.
5. კადრზე მოჩვენებების აღბეჭდვა
ვინ იცის, თუ ძალიან მოინდომებთ, იქნებ, გამოვიდეს კიდეც.
6. უფროსთან დაპირისპირების მისივე კომპანიის ხელში ჩაგდებით დასრულება
ამაზე ფიქრიც არ ღირს.
7. შუა ოკეანეში გემიდან გადავარდნა და მეორე დილას სანაპიროზე ცოცხლად გამორიყვა
და მერე ამ უკაცრიელი სანაპიროდან ფეხით ისევ ცივილიზაციაში დაბრუნება.
8. უნაკლო მაკიაჟით გაღვიძება
ალბათ, იგულისხმება, რომ დილას უნდა ადგე, მაკიაჟი გაიკეთო და მერე კიდევ 1-2 საათით წაუძინო.
9. თვეობით ისე ცხოვრება, რომ თან არ ვიმუშაოთ და თან არაფერი მოგვაკლდეს
აქაც შემოდის მეგობრის არგუმენტი – “რა გიკვირს?! დანაზოგი აქვს, ან მშობლებმა დიდი ქონება დაუტოვეს”.
10. მაგიდაზე გემრიელი კერძის მიტოვება გაუსინჯავად
ამ მხრივ, ბრედ პიტი ყველაზე ადამიანური მსახიობია.
11. თვითმფრინავის აფრენამდე მივარდნა და იმის თქმა, რომ არ უნდა წავიდეს
აქ ვიღაცას ბილეთის ყიდვა და უსაფრთხოების კონტროლის გავლა ხომ არ დაავიწყდა?!
12. კბილების გახეხვა შეყვარებულთან ერთად
უბრალოდ, ასე არ ხდება ხოლმე.
13. კედლების ერთ დღეში შეღებვა ბედნიერი სახით
და ეს ყველაფერი არ არის, ამას ემატება: ყუთების ამოლაგება, ამ ნივთების თავის ადგილზე მოთავსება, გაზონის გაკრეჭა, დაზიანებული კარის შეკეთება, კედლებზე ნახატების გამოფენა და მოჩვენებებისთვის მწვანე შუქის ანთება, რომ დროა, აუტანლად მოიქცნენ.
14. ბარში სუპერ შოუს მოწყობა და ყველა სტუმრის სინქრონულად აცეკვება
ჩვენ არა, მაგრამ გულწრფელად გვჯერა, რომ კამერონ დიასს გამოუვა.
15. ერთ მეტრში მდგომი ადამიანის ისე გაჭორვა, რომ ვერაფერი გაიგოს, ან ვითომ პირადი ოჯახური გარჩევები იმავე ოთახში, სადაც უამრავი ხალხია.