სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც პატარა ბიჭუნა კოსმოსის შესახებ საუბრობს. მისმა ზედმიწევნით სწორად ჩამოყალიბებულმა მსჯელობამ და ფაქტების ცოდნამ საზოგადოება გააოცა. ვიდეოში ასახული ბიჭი 9 წლის ქაიანია, რომელიც წალენჯიხაში ცხოვრობს და, თავისი თანატოლების მსგავსად, ადგილობრივ საჯარო სკოლაში სწავლობს. ქაიანის ვიდეოს უამრავი ნახვა, გაზიარება და დადებითი კომენტარი აქვს.