სპეციალურ ხსნარს, რომლის მომზადებასაც ახლა გასწავლით, ნაწილობრივ მაინც მოგიხსნით პრობლემას. ამ საშუალებას თუ მინიმუმ 3-ჯერ გამოიყენებთ, შედეგს აუცილებლად იგრძნობს. მიაჩვიეთ სხეული მოვლას და გარდა იმისა, რომ თმის ამოსვლის ინტერვალი გაიზრდება, თქვენი კანი გლუვი და ნაზი იქნება.
დაგჭირდებათ:
2 აბი ასპირინი
1/4 ჭიქა ანადუღარი წყალი
რამდენიმე წვეთი გლიცერინი
მომზადება:
დაფშვენით ასპირინის აბები, დაუმატეთ ანადუღარი წყალი და გლიცერინი. კარგად აურიეთ სანამ ასპირინი მთლიანად არ გაიხსნება. ჩვეულებრივ გაიპარსეთ ფეხები და წაისვით ხსნარი ბამბის ტამპონით.