ფეხბურთელი საქმე – გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, დღეს, დილით 17 პირი დააკავეს, მათ შორის 1 არასრულწლოვანია.
19 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. დაიწყო შესაბამისი სამძებრო მოქმედებები. 4–დღიანი ძიების შედეგად, მაშველებმა და მყვინთავებმა შაქარაშვილის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს.
მომხდარზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.