ინგრედიენტები:
შაქარი – 1 ჭიქა,
კვერცხი – 8 ცალი,
ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად – 3 ჭიქა,
კაფრაქი – 200 გრ,
კაკაო – 2 ს/კ,
ვარდისფერი საკვები საღებავი – ¼ ჩ/კ,
ნაღების ყველი – 500 გრ,
შაქრის პუდრა – 2 ჭიქა.
მომზადების წესი: ღუმელი 180 გრადუსამდე გავახუროთ. კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ ისე, რომ კარგად აფუვდეს. კარაქი ცეცხლზე გავადნოთ და ფქვილთან ერთად ნელ-ნელა კვერცხის მასაში ჩავასხათ. მიღებული ცომი 3 ნაწილად გავყოთ. ერთ ნაწილში კაკაო ჩავაყაროთ და კარგად ავურიოთ. მეორეში ვარდისფერი საკვები საღებავი. ცომი სამ ფორმაში გადავიტანოთ და 12-15 წუთი ვაცხოთ. კრემი მოვამზადოთ: გამდნარი კარაქი ყველთან ერთად მიქსერით ავთქვიფოთ. შემდეგ შაქრის პუდრა დავუმატოთ და 8 წუთი ვთქვიფოთ. ფენები კრემით შევაერთოთ. ბოლოს კრემი ზემოდან და გვერდებზეც წავუსვათ.
სხვა სიახლეები