ფეისბუქმომხმარებლების სასაცილო კომენტარები პეკინზე მიმავალ შიშველ მამაკაცზე: „ფეხზეც უნდა გაეხადა, არ ითვლება“!
უკვე მერამდენე დღეა, სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა თბილისში, პეკინის ქუჩაზე გამოჩენილი შიშველი მამაკაცი და მისი გაბედული საქციელი.
როგორც ფეისბუქში გამოხატული რეაქციიდან ვგებულობთ, ზოგიერთმა მათგანმა მამაკაცის თამამი ჟესტი მოქალაქეების შეურაცხყოფად ჩათვალა და მისთვის გამოწერილი ჯარიმის ოდენობა – 200 ლარი ეცოტავა, ზოგიერთმა მის საქციელში საგანგაშო ვერაფერი დაინახა. არიან ისეთებიც, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სანაძლეო წააგო და ქუჩაში შიშველს მოუწია გავლა. ზოგიერთი ფეისბუქმომხმარებელი კი მის ქმედებას ფსიქიკურ პრობლემებს მიაწერს:
„კვირა +“ აღნიშნული თემის ირგვლივ სოციალურ ქსელში დაწერილ რამდენიმე ხალისიან კომენტარს გთავაზობთ:
Nanuka Miqava: ფეხზეც უნდა გაეხადა, არ ითვლება!
Nana Gratiashvili: დავით აღმაშენებელი რომ ადგეს, თავს მოიკლავს!
Amiran Qurcua: ევროპა მოაბიჯებს თბილისის ქუჩებში!
Nunuka Anna Kobadze: სესხი დაფარა ბანკში ალბათ, საწყალი!
Bacho Tsiklauri: როგორ არ მინდა ცოტა ხანში გაირკვეს, რომ რაღაც პროდუქციის რეკლამისთვის მოიფიქრეს ეს უმსგავსობა!
Datuna Topuria: წააგო ალბათ!
Koba Putkaradze: ჯერ ის მიკვირს, რომ ხალხი ვერ ამჩნევს, ვითომც არაფერი ხდება ისე არიან.
Aida Korff: მე მგონი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს და რა კომენტარებს დაწერდნენ, გერმანიაშიც დადიოდა ზამთარში ერთი შიშველი კაცი, ალბათ, ახლა თბილისში მოისურვა გასეირნება…