ფეისბუქმა ტილოს – “ქალი საყვარლები” რეკლამირება აკრძალა

სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა ავსტრალიის აუქციონის სახლ Mossgreen-ს ტილოს, „ქალი საყვარლების“ რეკლამირება აუკრძალა. ნახატზე ორი შიშველი ქალია გამოსახული.
ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ფეისბუქის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ავსტრალიელი მხატვრის ჩარლზ ბლეკმენის ნახატი არის „უფროსებისთვის პროდუქტების და მომსახურების რეკლამა“. მხატვარი ჩარლზ ბლეკმენი 88 წლისაა.
შარშან მისი ტილო „ჭადრაკის თამაში“ აუქციონზე 1,4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. Mossgreen-ის ხელმძღვანელმა პოლ სამერი ფეისბუქის გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს.
„ეს ძალიან ლამაზი ტილოა და ის სულაც არ არის ზედმეტად სექსუალური“, – აცხადებს სამერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები