“ფეისბუქმა” რუსეთთან დაკავშირებული გვერდები გააუქმა

“ფეისბუქმა” რუსეთთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა, მათ შორის, საქარველოში არსებული გვერდებიც. კორპორაციის ოფიციალური განმარტებით, გაუქმებული ექაუნთებს მომხმარებლები სიცრუეში შეჰყავდა. პოსტების უმრავლესობა რუსეთიდან მომდინარეობდა და მათ საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის თანამშრომლები კურირებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქის” ადმინისტრაცია ავრცელებს.
წაშლილია 289 გვერდი და 75 ექაუნთი. ისინი იმ ქსელის ნაწილებია, რომელიც რუსეთიდან იღებს სათავეს და შუა აზიაში, იმიერკავკასიასა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქმედებს.
“მიუხედავად წარმომავლობის დაფარვის მცდელობისა, ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს ექაუნთები Sputnik-ის თანამშრომლებთან არის დაკავშირებული”, – ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.

 

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

სხვა სიახლეები