“ფეისბუქი” თავის მომხმარებლებს უსმენდა

სხვა დიდი კომპანიების შემდეგ, მოსმენების საქმეში “ფეისბუქის” სახელიც გამოჩნდა.
როგორც გაირკვა, “ფეისბუქს” მომხმარებლის აუდიოშეტყობინებების გასაშიფრად ასობით გარე კონტრაქტორი კომპანია ჰყავდა დაქირავებული.
Bloomberg-ის გვერდზე ვკითხულობთ, რომ “ფეისბუქმა” დაადასტურა მომხმარებელთა აუდიოგზავნილების მოსმენისა და ჩაწერის ფაქტი, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, ეს მხოლოდ მომხმარებლების თანხმობით ხდებოდა და უკვე ერთ კვირაზე მეტია, Apple-ისა და Google-ის პარალელურად, ეს პროცესი მათაც შეწყვიტეს.
კომპანიის განცხადებით, ისინი ანონიმური აუდიოშეტყობინებების გაშიფვრით Messenger-ის მუშაობის ეფექტურობის ხარისხს ამოწმებდნენ.
რაც შეეხება კონტრაქტორ კომპანიებს – ისინი ანონიმურად აკვირდებოდნენ “ფეისბუქის” ხელოვნურ ინტელექტს და არ იცოდნენ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს პროცესი. მათი თქმით, ეს იყო პირადი და ხშირად ვულგარული ლექსიკის გამოყენებადი საუბრები.
უნდა აღინიშნოს, რომ “ფეისბუქმომხმარებლებს”, რომელთა საუბარიც იშიფრებოდა, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათი ხმოვანი საუბრები მესამე პირის ხელში აღმოჩნდებოდა.
დიდი ტექნიკური კომპანიები, როგორებიცაა: “გუგლი,” “ამაზონი” და “ეფლი”, კომპანიების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებელთა გარკვეული გზავნილების ჩაწერის გამო კრიტიკის ქვეშ უკვე მოექცნენ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები