”ფეისბუქი” ამახინჯებს რეალობის აღქმას

დანიელები, რომლებიც არ სარგებლობენ სოციალური ქსელებით, უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე დანიის სხვა მკვიდრნი, – ირწმუნებიან დანიის ბედნიერების კვლევის ინსტიტუტის მეცნიერები, რომლებმაც მოახერხეს, დაეთანხმებინათ ადამიანების ჯგუფი, რომ სოციალურ ქსელ ”ფეისბუქზე” ერთი კვირით არ შესულიყვნენ.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დანიელები, რომლებიც არ იყენებდნენ ამ სოციალურ ქსელს, ცხოვრებით უფრო კმაყოფილები იყვნენ. ცხოვრებით კმაყოფილების ათქულიან სისტემაში მათ 8-12 ქულა მიუთითეს. კვლევის მონაწილენი თავს ნაკლებად გაღიზიანებულად და მარტოსულად გრძნობდნენ, ვიდრე ვირტუალური აქტივობის დროს.

ინსტიტუტის დირექტორის მეიკ ვიკინგის თქმით, ექსპერიმენტის შედეგები მოწმობს, რომ ადამიანები გამუდმებით ადარებენ საკუთარ თავს სხვებს. ”ფეისბუქში” კი ასეთმა  შედარებამ შეიძლება ადამიანი დააბნიოს, რადგან ექსპერიმენტის მონაწილეთა 61% ცდილობს პოსტებში თავი კარგი კუთხით წარმოაჩინოს, 69% კი ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენების ფოტოებს დებს.
”ფეისბუქი” ამახინჯებს რეალობის აღქმას, თუ როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები. სოციალურ ქსელში შესვლისას ადამიანები გამუდმებით ადარებენ საკუთარ ცხოვრებას სხვისას, იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესობა მომხმარებლებისა მხოლოდ პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს საკუთარ თავზე, ეს ქმნის რეალობის არასწორ აღქმას”,- ამბობს მეიკ ვიკინგი.
იმის გამო, რომ “ფეისბუქზე” ადამიანები ყვებიან, როგორ მშვენივრად გატარეს უქმეები და არ წერენ, როგორ გაუფუჭდათ ხასიათი, წერენ თავიანთი შვილების მიღწევებზე და არაფერს ამბობენ მათ ახირებებზე, მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველას ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა და მარტო მას აქვს პრობლემები.

წყარო:http://www.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები