2015 წლის 1 იანვრიდან სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ მომხმარებლებს რამდენიმე ცვლილებას შესთავაზებს.
პირველი ცვლილება რასაც მომხმარებელი იგრძნობს ეს არის „ნიუსფიდი“ – ცვლილებებში იგულისხმება შემდეგი ფაქტორები; რეკლამები შეიზღუდება, ასევე შეზღუდავენ ცნობილი ადამიანებისა, თუ გვერდების სტატუსებს/პოსტებს, რადგან კომპანია აცხადებს, რომ მათ სურთ მომხმარებელს დადეითი შთაბეჭდილება დარჩეს. აქვე გთავაზობთ ოფიციალურ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით.
”ცვლილებებისკენ გვიბიძგა ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა, რომ ნიუსფიდში საკუთარი მეგობრებისა და ახლობლებისგან უფრო მეტი ამბის მიღებას ამჯობინებდნენ, ვიდრე სარეკლამო ინფორმაციის”, – აცხადებენ ”ფეისბუქში”.
სოციალური ქსელის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება სავარაუდოდ, შეამცირებს ”ფეისბუქის” რეკლამით მიღებულ შემოსავლებს. მხოლოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ”ფეისბუქის” სარეკლამო შემოსავალმა 2,96 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სოციალური ქსელის საერთო შემოსავლის 92,5 პროცენტია.
მომდევნო ცვლილება ძიების ფუნქციას ეხება. ახალი ცვლილებები საშუალებას მოგცემთ იპოვოთ მეგობრისა და ახლობლის პოსტი, სოციალური ქსელი ასევე მუშაობს მომხმარებლისთვის მისი ან მისი მეგობრების ადგილმდებარეობის მიხედვით ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც გულისხმობს შემდეგს, მაგალითად მომავალში, როდესაც თქვენი მეგობარი საკუთარი ადგილმდებარეობის კონკრეტულ ადგილს მონიშნავს, სოციალური ქსელი საშუალებას მოგცემთ, იხილოთ ახლომდებარე რესტორნების მენიუები ან იმ ადგილებში მყოფი მეგობრების ამბები.