“ასტროლოგიური პროგნოზი: 17-23 ნოემბერი
ნოემბრის ყველაზე მძლავრი და ინტენსიური კვირა გველოდება.
ეს არის მორიელის ღრმა, ტრანსფორმაციული და „ფატალური“ ენერგიების ნამდვილი კოქტეილი. მთელი კვირა რეტრო-მერკურის „ჩარჩოშია”, რაც მოვლენებს ფარულს და ინტროსპექციულს ხდის. თუმცა იგივე რეტრო-მერკური გვაძლევს უნიკალურ შანსს, დავუბრუნდეთ ძველ, დაუსრულებელ საქმეებს და ბოლომდე მივიყვანოთ!
კვირა დაიწყება სტაბილურად, მაგრამ პიკს ოთხშაბათ-ხუთშაბათს მიაღწევს. კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მორიელისთვის დამახასიათებელი „ტექტონიკური ძვრები”!
კვირის მთავარი ასპექტები
17 ნოემბერი (ორშაბათი): მზის, იუპიტერისა და სატურნის დიდი ტრიგონი. ეს კვირის ყველაზე სტაბილური დღეა. ეს კონფიგურაცია ანიჭებს ბევრ სიტუაციას სიმყარეს, ჰარმონიას ანიჭებს და პესიმიზმს აბალანსებს.
• 👤 პირადი დონე: იშვიათი ჰარმონიული შანსი! იდეალურია ღრმა ემოციური მუშაობისთვის, წარსულის წყენებისგან განკურნებისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის გასაძლიერებლად. კარგი დროა ფინანსური (სესხი, ინვესტიცია) ან სამემკვიდრეო საკითხების მოსაგვარებლად.
• 🌍 მუნდანური დონე: ხელსაყრელი პერიოდი რესურსებთან (ნავთობი, გაზი) დაკავშირებული საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად. პროგრესი მედიცინასა და ფსიქოლოგიაში.
🗓️ 18 ნოემბერი (სამშაბათი): მზის შეერთება ლილიტთან მორიელში ყურადღება! ეს არის ტოტალური კონტროლისა და დესტრუქციული ვნებების ურთულესი დღე. პიროვნების „ჩრდილი“ სინათლეზე გამოდის და აღიარებას მოითხოვს.
• 👤 პირადი დონე: მოერიდეთ სახიფათო კავშირებში ჩართვას, ეჭვიანობის ნიადაგზე მანიპულაციებს და შანტაჟს. დროა, საკუთარ “დემონებს” თვალი გავუსწოროთ.
• 🌍 მუნდანური დონე: კორუფციული და ჯაშუშური სკანდალების, ფინანსური პირამიდების კრიზისების დრო.
🗓️ 19 ნოემბერი (ოთხშაბათი): რეტრო-მერკური ურანთან ოპოზიციაში სიფრთხილე! საგულდაგულოდ დამალული ინფორმაციის უეცარი გასაჯაროების დღე. გელით შოკისმომგვრელი ამბები, რომელმაც შეიძლება მსოფლიო საკნადალიც კი გამოიწვიოს. ფიქრებსა და სიტყვებს უდიდესი დამანგრეველი პოტენციალი აქვთ. ამიტომ მართეთ აზრები.
• 👤 პირადი დონე: მოსალოდნელია ფეთქებადობა, ჩხუბი (განსაკუთრებით ფულზე/საიდუმლოებებზე), კიბერშეტევები, პირადი მონაცემების გაჟონვა და პრობლემები ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებით.
• 🌍 მუნდანური დონე: ჰაკერული შეტევები, საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება, მაღალჩინოსნების მოულოდნელი გადადგომები.
🗓️ 20 ნოემბერი (ხუთშაბათი): “ფეთქებადი” ახალმთვარეობა მორიელში.კვირის კულმინაცია! უკიდურესად დაძაბული ახალმთვარეობა (ლილიტთან შეერთებით და ურანთან ოპოზიციით). ეს არის გარდატეხა, მოულოდნელი შემოტრიალებები, რყევა, რევოლუცია.
• 👤 პირადი დონე: ძველი, კონტროლსა და შიშზე დაფუძნებული სტრუქტურები უნდა „აფეთქდეს“ განთავისუფლებისთვის. იდეალური დროა ტოქსიკური კავშირების გასაწყვეტად და დესტრუქციული ვალდებულებებისგან გასათავისუფლებლად. ეს არის კრიზისი, რომელსაც ცხოვრების სრულ გადაფასებამდე მივყავართ.
• 🌍 მუნდანური დონე: სიტუაცია ზედმეტად „გაიყინა” რეტრო-პლანეტების გამო და ეს ახალმთვარეობა მის „შესანჯღრევად” მოდის. როცა კრიზისია, ადამიანები იწყებენ გამოსავლის ძებნას – და ის ნაპოვნი იქნება.
🗓️ 23 ნოემბერი (კვირა): მერკურის ტრინი იუპიტერთან. კრიზისის შემდეგ მოდის სიღრმისეული გაგებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. ინტუიცია გამძაფრებულია და გვეხმარება მომხდარი შოკისგან სწორი გაკვეთილის გამოტანაში.
• 👤 პირადი დონე: კარგი დღეა წარმატებული მოლაპარაკებებისთვის, ოჯახური კონფლიქტის ბრძნულად გადასაწყვეტად და ახლობლებისგან მხარდაჭერის მისაღებად.
• 🌍 მუნდანური დონე: კონფლიქტის ზონებში დროებითი ზავის დამყარებისა და გლობალური ეკონომიკური საკითხების გადაჭრის დრო.
📌 კვირის მთავარი რეკომენდაციები:
გამოიჩინეთ მაქსიმალური გაცნობიერება (18-20 ნოემბერი): არ წამოეგოთ პროვოკაციებს, მოერიდეთ რისკს და მანიპულაციებს. ეს დღეები არ გამოდგება ახალი პროექტების დასაწყებად!
1. დაბრუნდით ძველ პროექტებთან (მთელი კვირა): რეტრო პლანეტების ფონზე, იდეალური დროა გადადებული საქმეების დასრულებისთვის და იმ პროექტების ბოლომდე მიყვანისთვის, რისთვისაც ადრე რესურსი არ გეყოთ.
2. ენდეთ ინტუიციას (კვირის ბოლოს): გააანალიზეთ მომხდარი კრიზისები — მათში მომავალი ზრდის მარცვალი დევს.
მთლიანობაში, ფატალური, მაგრამ გამწმენდი კვირა გველის!”
სხვა სიახლეები