ინგრედიენტები: ფორთოხალი – 3 -4 ცალი, ქათმის ფილე – 300 გრ, კიტრი – 200 გრ, მარილი, მაიონეზი, ბროწეული – გასაფირმებლად.
მომზადების წესი: ქათმის ფილე მოვხარშოთ და წვრილად დავჭრათ. ფორთოხალი შუაზე გავჭრათ, რბილობი ამოვაცალოთ და საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. კიტრი კი – კუბიკებად. თასში ქათმის ფილე, კიტრი და ფორთოხალი ჩავყაროთ. მაიონეზი მოვასხათ, მარილი მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. მიღებული სალათა ფორთოხალში მოვათავსოთ. ბოლოს ბროწეულით მოვრთოთ.