ფარშირებული პამიდორი

ინგრედიენტები:
პამიდორი – 4 ცალი,
ძეხვი – 200 გრ,
კვერცხი – 2 ცალი,
ყველი – გასაფორმებლად,
მარილი, მწვანილი -გასაფორმებლად,
მაიონეზი – 100 გრ,
დაკონსერვებული სიმინდი – 50 გრ.
მომზადების წესი: ძეხვი საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. მოხარშული კვერცხი და ყველი სახეხზე გავხეხოთ. თასში ძეხვი, ყველი, კვერცხი და სიმინდი მოვათავსოთ. შემდეგ მაიონეზი მოვასხათ, მარილი მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. პამიდორს თავი ავაჭრათ, რბილობი ამოვაცალოთ და მიღებული გულსართი შიგ მოვათავსოთ. მწვანილისაგან თმები გავაკეთოთ, ხოლო მაიონეზით თვალები, პირი და ცხვირი დავხატოთ, ყველით კი – ფეხები.

კომენტარები

სხვა სიახლეები