ინგრედიენტები: ბულგარული წიწაკა – 6 ცალი, ბრინჯი -1/2 ჭიქა, ქათმის ფილე – 300 გრ, სოკო – 100 გრ. ხახვი – 1 ცალი, წიწაკა, მარილი, ზეთი.
მომზადების წესი: ბრინჯი მოვხარშოთ. სოკო და ხახვი წვრილად დავჭრათ, ფილე – საშუალო ნაჭრებად. ტაფაზე ხახვი და ფილე ერთად მოვთუშოთ. შემდეგ სოკო დავუმატოთ. მოხარშულ ბრინჯს ყველა ინგრედიენტები შევურიოთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ. წიწაკები გავრეცხოთ, თავი მოვაჭრათ, გული ამოვაცალოთ და მიღებული ბრინჯის ნარევი ჩავდოთ და მოჭრილი ნაწილი თავზე დავახუროთ. ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთით მოვათავსოთ.
სხვა სიახლეები