ფალოსიფიცირებული ტურიზმი

    მართალია ვერა ქობალია აღარ არის მინისტრი, მაგრამ ტურიზმის განვითარება იმდენად პრიორიტეტული გახადა საქართველოში, რომ დარწმუნებული ვარ ეს ადგილიც ეცოდინება.
სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ კუნძულზე, 28000 კვადრატულ კილომეტრზე უჩვეულო ეროტიკული პარკია გაშენებული, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ცნობისმოყვარე ტურისტი სტუმრობს. კუნძულს ამშვენებს ხისგან და ქვისგან ნათალი ფალოსები… პარკის სახელწოდება „ხესინდანი“ ითარგმნება, როგორც „ზღვის ღმერთის ტაძარი“. ტაძრის შექმნის ისტორია უკავშირდება კორეელი ქალწულს, რომელიც ზღვაში დაიხრჩო და ამის შემდეგ ბოროტ სულად იქცა. ქალწულის შეუწყნარებელი სულის მომადლიერების მიზნით კუნძლზე ფალოსების დადგმა პირველად ადგილობრივმა მეთევზეებმა დაიწყეს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ტრადიციად იქცა. ქალწულის სახელობის ტაძარიც ამავე პარკშია აღმართული და იქ ხშირად იმართება გოგონას სულის მომადლიერების მიზნით რიტუალები… კაცმა არ იცის, რა სახის რიტუალებია, თუმცა პარკის სპეციფიკიდან გამომდინარე მთლად უინტერესო და უსიამოვნო არ უნდა იყოს მონაწილეებისთვის… სხვათა შორის, ახალი ფალოსების გამოჭრის მიზნით კუნძულზე წელიწადში ოთხჯერ ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის შეჯიბრი ტარდება.
ახალ ფალოსზე მისი ავტორის სახელი და გვარი იკვეთება. იქვე, სანაპიროსთან ახლოს, ფალოსებისგან საგულდაგულოდ მოწყობილი მოსასვენებელი ადგილია. „ხესინდანის“ პარკს ხშირად სტუმრობენ ორსული ქალბატონებიც, რომლებსაც სჯერათ იმისი, რომ ამ ადგილის მონახულებისა თუ მოლოცვის შემდეგ მათ აუცილებლად ბიჭი უნდა გაუჩნდეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები